რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი

სასწავლებელი წარმოადგენს ხუთი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გაერთიანებას:

  1. სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლა;
  2. მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა;
  3. სკოლა-ლიცეუმი "მოძღვარი";
  4. ქართულ-გერმანული სკოლა "ა-z";
  5. ყოფილი საჯარო 57-ე სკოლა.

სასწავლებელი ევროპის გაერთიანების იდეების ავტორის რობერ შუმანის სახელს ატარებს და შესაბამისად ევროკავშირის პრინციპზეა აგებული – ევროპული სასწავლებლის დამფუძნებელი თითოეული სკოლა საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის თვალსაზრისით ინარჩუნებს ინდივიდუალობას და დამოუკიდებლობას მოდულების სახით.
ქართული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური სკოლების გაერთიანებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პრაქტიკულად განხორციელდა რ. შუმანის მიერ 1950 წელს დეკლარირებული განახლებული ევროპის გაერთიანების პრინციპი "მრავალსახეობისა და განსხვავებულობის ერთობა-სტაბილურობის გარანტი".
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი სთავაზობს ქართულ საზოგადოებას თანამედროვე განათლებას ხუთი მიმართულებით – ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტული მოდელი და სტანდარტს ზემოთ ოთხი მოდელი – პროგრამები სამი უცხო ენის გაძლიერებული სწავლით:

  1. ფრანგული:
    ა) კულტუროლოგიური პროგრამა – "სენტ-ეგზიუპერი";
    ბ) ფრანგული ბაკალავრიატის პროგრამა – "მარი ბროსე";
  2. ინგლისური – პროგრამა "მოძღვარი";
  3. გერმანული – პროგრამა "ა-z".

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის
მისია: ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული სკოლის ინტეგრაცია;
მიზანი: ქართული და ევროპული საგანმანათლებლო საუკეთესო ტრადიციების გაზიარებისა და შერწყმის საფუძველზე მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ღირსეული ახალგაზრდის აღზრდა;
ამოცანა: ქართველი ახალგაზრდების მომზადება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებული მოღვაწეობისათვის.

ავტორიზაცია მშობლებისთვის

სკოლა:

მშობლის პაროლი:

უსაფრთხოების კოდი:

თუ ვერ ხედავთ კოდს განაახლეთ კოდი

ავტორიზაცია მასწავლებლებისთვის

სკოლა:

მასწავლებლის პაროლი:

უსაფრთხოების კოდი:

თუ ვერ ხედავთ კოდს განაახლეთ კოდი
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by DesignEx