რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი

პროგრამა სენტ-ეგზიუპერი
პროგრამა მარი ბროსე
პროგრამა "მოძღვარი"
პროგრამა "ა-z"

 

ახალი ამბები

,,გაზაფხული არასდროსეთში 2015-06-01

dsc03088_800_01

ჩვენს სკოლასთან არსებულმა,ხელოვნების სტუდია ,,Art Room"–მა წარმოადგინა სპექტაკლი ,,გაზაფხული არასდროსეთში" რომელშიც მოანაწილეობდნენ ჩვენი პატარა მსახიობები. ელფებად და ფერიებად გადაქცეულებმა,სცენაზე,მაყურებლისათვის ნამდვილი გაზაფხული მოიყვანეს.

,,კულტურა საუბრობს ყველა ენაზე 2015-05-30

dsc03437_800_01

30 მაისს,ჩვენმა სკოლამ გამართა კომბინირებული ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს კონცერტი– ,,კულტურა საუბრობს ყველა ენაზე". ისინი მუშაობის პროცესში გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებას, ცეკვას, სიმღერას, ტრადიციებს.
ამავე დღეს მოეწყო ჩვენი მოსწავლეების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა თავისუფალ თემაზე. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო კერამიკული ნამუშევრებიც.

ბოლო ზარი 2015 2015-05-25

dsc_3446_800

დღეს განსაკუთრებული ზარი დაირეკა ჩვენს სკოლაში. ის ჩვეულებრივზე დიდხანს ისმოდა დერეფნებში და ყველას ამცნობდა, რომ კიდევ ერთმა თაობამ დატოვა სასწავლებლის კედლები.

ერთმანეთშია არეული ემოციები: სიცილი, კისკისი, ერთმანეთის ფერება, ცრემლები!

დაე, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ცხოვრების ეს ახალი ეტაპი!

 

2015-05-20

11258757_857685210935156_1840632420_o_800

ჩვენი სკოლის საფეხბურთო ტურნირი მინი ფეხბურთში "Robert Schuman Cup 2015" დასრულდა. ფინალში ერთმანეთს პროგრამა მოძღვარის და პროგრამა ა-z ის გუნდები შეხვდნენ. 7-4 ასეთი ანგარიშით გაიმარჯვა პროგრამა მოძღვარმა.

 

 

სტუმრად თავისუფალ უნივერსიტეტში 2015-05-10

ჩვენი სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა რამდენიმე საათი სასიამოვნოდ გაატარეს თავისუფალ უნივერსიტეტში. დაათვალიერეს ლაბორატორიები, სპორტული და კულინარიული სივრცეები. გაეცნენ ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიებს.

The prsentation of the 10th grade class 2015-05-04

The students of the X form have made a research independently about different political movements and organizations.They have studied and found out a lot about the origin and the role of these movements and organizations in our everyday life and have shot the documentary.

აქცია "გაიხარე და გამახარე" 2015-04-19

11080399_1226222764071602_1463771991515895014_o_190

საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ აქციაში "გაიხარე და გამახარე", ანიცეტელებმა თავისი წვლილი შეიტანეს და ვაზიანში საპატრიარქოს მიერ სკოლისთვის გამოყოფილ ტერიტორია დაასუფთავეს და  ზეთისხილის ნერგები დარგეს.

2015-04-17

12308775_982565968471384_5630242527919077142_n_190

30 მარტს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდა საქართველოს ბავსვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი. "ანი-Zet"-ის მოსწავლეთა გუნდმა კატეგორიაში "აკადემიური სიმღერა" პირველი ადგილი, ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი მოიპოვა. გუნდის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლალი კაპანაძეს ნომინაციაში "საგუნდო სემსრულებლობაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის" გადაეცა დიპლომი.

Model European Union 2015-03-23

10603398_804248526330122_758343365273063823_n_800

Model European Union (MEU) - არის ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაცია, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს სტრასბურგში და აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან. 
საქართველოში პროექტის ინიციატორია YES Georgia,

 

სკოლის გუნდის წარმატება 2014-12-27

12991081_1065416116853035_5366536896935571771_n_190

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე წლის დასასრულს: "ანი-Zet"-ის მოსწავლეთა გუნდმა, ქალბატონ ლალი კაპანაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ვუმღერ სამშობლოს". სადაც გუნდი გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. 

3 4 5 6 7
განათლების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის ბიბლიოთეკის კატალოგი სენტ-ეგზიუპერის ბიბლიოთეკის კატალოგი
Copyright © 2011, Robert Schuman European School. All rights reserved. Developed by DesignEx